ახალი ამბები

ტრავმატოლოგიურში ხანძრის შედეგად პაციენტები არ დაშავებულან

2 თებერვალი, 2021 • 493
ტრავმატოლოგიურში ხანძრის შედეგად პაციენტები არ დაშავებულან

გადაუდებელი ტრავმატოლოგიური ცენტრის შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თბილისში, წინანდლის ქუჩაზე, გადაუდებელი ტრავმატოლოგიური ცენტრის შენობაში ხანძარი გამთენიისას გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი შეინიშნებოდა სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა ერთ-ერთ პალატაში მყოფი ხუთი პაციენტი უსაფრთხო პალატაში გადაიყვანეს, სადაც ექიმებს საშუალება მიეცათ მათთვის მკურნალობა გაეგრძელებინათ.

ადგილზე რვა სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მივიდა. ხანძრის ჩაქრობა ნახევარ საათში გახდა შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი