ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

WHO-მ აფხაზეთს ექიმების ვიდეოკონფერენციების გასამართად ტექნიკა გაუგზავნა

29 იანვარი, 2021 • 1159
WHO-მ აფხაზეთს ექიმების ვიდეოკონფერენციების გასამართად ტექნიკა გაუგზავნა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აფხაზეთს მორიგი ჰუმანიტარული ტვირთი, ამჯერად სამედიცინო დაწესებულებებისთვის ვიდეო-ონფერენციების გასამართად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა გაუგზავნა.

“ეს მობილური აღჭურვილობა ნებისმიერ, მათ შორის წითელი ზონის კლინიკებში შეიძლება იყოს გადატანილი, რათა მედიკოსებმა, საკუთარი სამუშაო ადგილებიდან გაუსვლელად და  დროულად მიიღონ ინფორმაცია მკურნალობის პროტოკოლებში ცვლილებებისა და იმ ახალი მონაცემების შესახებ, რომელიც მსოფლიოსთვის ცნობილია”, – ამბობს აფხაზურ მედიასთან საუბარში ლუდმილა სკორიკი, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი ექიმი.

ინფორმაციის გასაცვლელად ვიდეოკონფერენციების პრაქტიკას აფხაზეთში აქამდეც იყენებდნენ. რამდენიმე თვის წინ ნეტგაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში აფხაზმა ექიმმა ისაუბრა ქართველ კოლეგებთან მუდმივ ვიდეოკონფერენციების შესახებაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი