ახალი ამბებიეკონომიკა

2020-ში საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა – წინასწარი შეფასება

29 იანვარი, 2021 • 769
2020-ში საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა – წინასწარი შეფასება

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა. თითქმის 8%-ით (7.9%) შემცირდა წინა წლის დეკემბერთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წლის დეკემბერში.

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, მშენებლობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი.

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა.

გასული წელს ექსპორტი 12%-ით, დაახლოებით 3.3 მილიარ დოლარამადე, იმპორტი კი თითქმის 16%-ით 8 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. დეკმებრში საქართველოში 3 763 საწარმო დარეგისტრირდა, რაც 6.3%-ით ნაკლებია 2019 წლის დეკემბრის მაჩვენებელზე. დეკემბერში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 5.1%-ით დაახლოებით 8.5 მილიარ ლარამდე შემცირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი