ახალი ამბები

სასამართლომ ნავალნი პატიმრობაში დატოვა

28 იანვარი, 2021 • 839
სასამართლომ ნავალნი პატიმრობაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალი პატიმრობაში დატოვა.

ალექსეი ნავალნი 17 იანვარს, რუსეთში ჩასვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს. მას სასამართლომ 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სააპელაციო სასამართლომ 28 იანვარს დაუშვებლად მიიჩნია დაცვის მხარის შუამდგომლობა ნავალნის გათავისუფლების შესახებ და განაცხადა, რომ მისი დაკავება უკანონო არ ყოფილა.

ალექსეი ნავალნი, რომელიც რუსეთში, სავარაუდოდ, ნერვული აგენტი „ნოვიჩოკით“ მოწამლეს, ბოლო რამდენიმე თვე გერმანიაში მკურნალობდა.

ის რუსეთში დაბრუნებისთანავე, აეროპორტში დააკავეს.

ნავალნი „ეფესბემ“ ნოვიჩოკით მოწამლა | bellingcat-ის გამოძიება

მასალების გადაბეჭდვის წესი