ახალი ამბები

ავსტრიაში 12 წლის ქართველი გოგოს და მისი ოჯახის დეპორტაციას პროტესტი მოჰყვა

28 იანვარი, 2021 • 2180
ავსტრიაში 12 წლის ქართველი გოგოს და მისი ოჯახის დეპორტაციას პროტესტი მოჰყვა

ავსტრიაში სკოლის მოსწავლეებისა და მათი ოჯახების დეპორტაციას აპროტესტებენ, რომელთა შორის ერთი-ერთი 12 წლის ქართველი გოგო და მისი ოჯახია. კიდევ ერთი მოსწავლე კი, რომელსაც ოჯახთან ერთად ქვეყნიდან დეპორტაცია შეეხო, სომეხია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პროტესტს შეუერთდნენ ახალგაზრდების კლასელები და მასწავლებლები და პოლიტიკოსებიც. 150-მდე აქტივისტი დეპორტაციის გასაპროტესტებლად საემიგრაციო ცენტრთან შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა სადეპორტაციო ცენტრის შესასვლელთან ბარიკადები აღმართეს და შენობის ბლოკირებას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ დემონსტრაცია დაშალა.

აქციას დაესწრო ავსტრიული გამოცემის, Falter-ის აღმასრულებელი რედაქტორი, რომელმაც განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიერ გატარებული ზომები სასტიკია, ვინაიდან გოგონები არა მხოლოდ იზრდებოდნენ ავსტრიაშია, არამედ იქ დაიბადნენ.

გოგონების მხარდასაჭერად მათმა კლასელებმა და პედაგოგებმა პეტიციაც შეადგინეს და ხელმოწერებს აგროვებენ. პეტიციას ხელს 15 000-ზე მეტი ადამიანი აწერს, თუმცა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება არსებობს, რომელიც მსგავს საქმეებზე ადამიანის ქვეყნიდან გაძევებას უჭერს მხარს.

ავსტრიული პრესიის სააგენტოს, APA-ს განცხადებით, ქართველი გოგოს ოჯახის შემთხვევა სამართლებრივად გამართულია, რადგანაც ოჯახი ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებოდა 4 წლის განმავლობაში. გოგოს დედა პირველად ავსტრიაში 2006 წელს ჩავიდა და პირველი შვილი იქ შეეძინა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ქვეყნის დატოვება მოუწია და უკან 2 წლის შემდეგ დაბრუნდა. გამოცემა წერს, რომ თაშვესაფრის მოთხოვნაზე განაცხადები ოჯახს არ დაუკმაყოფილდა.

როგორც გოგოს მასწავლებელი ადგილობრივ მედიასთან აცხადებს, ის ღელავს ბავშვის პერსპექტივაზე საქართველოში, ვინაიდან 12 წლის გოგო ქართულად საუბრობს, თუმცა მშობლიურ ენაზე წერა-კითხვა არ იცის.

კრიტიკას შეუერთდა ვენის მერიაც. მერმა მაიკლ ლუდვიგმა მომხდარს გაუგონარი უწოდა. ავსტრიის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა პირობა დადო, რომ საქმეს შეისწავლის. მიუხედავად ამისა, დეპორტაციის პროცესს მხარს უჭერენ ავსტრიის “სახალხო პარტიაში”. პარტიის სპიკერის განცხადებით, გადაწყვეტილება შესაბამისობაშია არსებულ კანონმდებლობასთან.

დეპორატაციის პროცედურა დღეს, გამთენიისას დასრულდა. გოგონები ავსტრიიდან ოჯახებთან ერთად გამოაძევეს და მშობლიურ ქვეყნებში ბრუდებიან. 12 წლის ქართველი გოგოს კლასელები მეგობარს ბეტონის კედლის მიღმა ემშვიდობებოდნენ:

მასალების გადაბეჭდვის წესი