ახალი ამბები

პოლიციამ “ნიკორას” თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული დააკავა

28 იანვარი, 2021 •
პოლიციამ “ნიკორას” თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ დააკავა 1999 წელს დაბადებული ი.ვ. რომელსაც ბრალად განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება.

უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ  2021 წლის 25 იანვარს დიღმის მასივში მდებარე სუპერმარკეტ “ნიკორასთან” ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა ცივი იარაღით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა ამავე მაღაზიის თანამშრომელს.

შსს-ს განცხადებით, დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი