ახალი ამბები

მთავრობასთან მორიგი აქცია გაიმართა შეზღუდვების წინააღმდეგ

26 იანვარი, 2021 • 1170
მთავრობასთან მორიგი აქცია გაიმართა შეზღუდვების წინააღმდეგ

26 იანვარს თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან მორიგი აქცია გაიმართა პანდემიის პერიოდში დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით.

აქციის ორგანიზატორი იყო გეგა სალუქვაძე, ორგანიზაციის, „დაიცავი მთის კურორტები“, წარმომადგენელი.

მისი თქმით, მთის კურორტებში არსებულ ბიზნესებს წარმოადგენს და მოითხოვს, რომ ყველასთვის მოიხსნას დაწესებული შეზღუდვები.

გარდა ამისა, სალუქვაძის თქმით, აქციაზე სხვადასხვა ბიზნესისა და სფეროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და ითხოვდნენ შეზღუდვების მოხსნას ქვეყნის მასშტაბით.

მისი განცხადებით, თუ მთავრობა ასე არ მოიქცა, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

აქციაზე იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები: „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი“, „ლელო“ და ა.შ.

აქციის პარალელურად, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ პირველი თებერვლიდან არ იგეგმება სათხილამურო კურორტების ამუშავება, რადგან იქ მაღალი მობილობაა და სწრაფ დაინფიცირებას შეუწყობს ხელს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ძალაში რჩება შემდეგი შეზღუდვები:

  • კომენდანტის საათი – მოქალაქეებს საშვის გარეშე საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გარეთ გასვლა არ შეეძლებათ.
  • სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები;
  • შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაზე;
  • პირბადის სავალდებულო ტარება, დისტანციის დაცვა, სავაჭრო ობიექტებში მომხმარებელთა ნაკადის მართვა.

ვრცლად:

რა შეზღუდვები იხსნება და რჩება თებერვალ-მარტში

მასალების გადაბეჭდვის წესი