ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კრიპტოვალუტის უკანონო წარმოება რესტორანსა და სხვა კერძო ობიექტებზე| სოხუმი

26 იანვარი, 2021 • 1360
კრიპტოვალუტის უკანონო წარმოება რესტორანსა და სხვა კერძო ობიექტებზე| სოხუმი

აფხაზეთში, სადაც ელექტროენერგიის დეფიციტის გამო უკანასკნელი რამდენიმე თვეა კრიპტოვალუტის წარმოება აკრძალეს, ოფიციალური ინფორმაციით, რეიდების დროს სამართალმცველებმა 37 უკანონო მაინინგ ფერმას კერძო ობიექტებზე მიაკვლიეს, მათ შორის სოხუმში ერთ-ერთ რესტორანში.

უკანონო მაინინგ ფერმების დახურვის შესახებ აფხაზური მხარე ინფორმაციას იქამდეც ავრცელებდა.

აფხაზეთში კრიპტოვალუტის მაინინგი აფხაზეთში ოფიციალურად არ ეკრძალებოდათ მათ, ვისაც ამის ნებართვა გააჩნდა. თუმცა, ელექტროენერგიის მზარდი ხარჯვისა და კრიზისის შექმნის ფონზე, დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებდა, რომ ყოველდღიურად ხდება უკანონო საწარმოების აღმოჩენა და მათი დახურვა. კანონიერად მომუშავე საწარმოებს კი საქმიანობა 2021 წლის მაისამდე შეუჩერეს. ამის მიუხედავად, კრიპტოვალუტის საწარმოები აფხაზეთში კვლავ მუშაობს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, კრიპტოფერმების დიდი ნაწილი ჩინოვნიკების მფლობელობაშია.

აფხაზეთის ენერგომოხმარების შესახებ სტატიები ნეტგაზეთის არქივიდან:

ელექტროენერგიის კრიზისი აფხაზეთში “ენგურჰესი” რამდენიმე თვით გაჩერდება – რა ელის აფხაზეთს  

ელექტროენერგიის კრიზისი აფხაზეთში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი