NDI-ის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობას ცუდად აფასებს, კარგად კი- მხოლოდ 24%.
ასევე, გამოკითხულთა მიერ შეფასებულ ინსტიტუციებს შორის მოხვდა პრეზიდენტი, პარლამენტი, სასამართლოები, პრემიერი და მთავრობა.
- პრეზიდენტის საქმიანობას ცუდად აფასებს გამოკითხულთა 36%, კარგად — 15%;
- რაც შეეხება პარლამენტს, გამოკითხულთა 34% მის მუშაობას ცუდად აფასებს, კარგად — 15%;
- გამოკითხულთა 29% ცუდად აფასებს სასამართლოების საქმიანობას, კარგად — 13%;
- მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს 38%, კარგად — 50%;
- პრემიერ-მინისტრის საქმიანობას კარგად აფასებს 46%, ცუდად —17%.
დღეს, 25 ინვარს გამოქვეყნებული კვლევა 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა საქართველოს მასშტაბით 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.—