გურიაში, ოზურგეთის სოფელ ნატანებში 60 წლამდე კაცი, სავარაუდოდ, მოკლეს.

პირველადი ინფორმაციით, მას დანით მიაყენეს ჭრილობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ეს დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.