ახალი ამბები

ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა

20 იანვარი, 2021 • 1393
ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა

ჯოზეფ რობინეტ ბაიდენი აშშ-ის რიგით 46-ე პრეზიდენტი გახდა. მან ფიცი რამდენიმე წუთის წინ დადო.

ბაიდენი 1942 წელს პენსილვანიაში დაიბადა. 1972 წელს დელავერის შტატიდან აშშ-ის სენატის წევრად აირჩიეს. 2008 წელს ვიცე-პრეზიდენტი გახდა, 2020 წელს კი საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

ბაიდენამდე რამდენიმე წუთით ადრე ფიცი დადო კამალა ჰარისმა და ოფიციალურად დაიკავა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა.

ფიცის დადების შემდეგ ბაიდენი სიტყვით გამოვა. ბაიდენის გამოსვლის მთავარ ასპექტებს „ნეტგაზეთი“ ცალკე მასალაში შემოგთავაზებთ.


გარეკანის ფოტო: სქირნშოთი „ენ ბი სი-ს“ პირდაპირი ეთერიდან

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი