ახალი ამბები

სოფელ დუისში კაცი მოკლეს

17 იანვარი, 2021 • 1407
სოფელ დუისში კაცი მოკლეს

პანკისის ხეობის სოფელ დუისში 40 წლამდე კაცი, სავარაუდოდ, დანით მოკლეს. როგორც ადგილობრივები ჟურნალისტებთან აცხადებენ, მკვლელობა ძველი მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სასწრაფოს კი დაჭრილი გარდაცვლილი დახვდა.

როგორც ადგილობრივმა მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მკვლელობის სავარაუდო ჩამდენი და მსხვერპლი დუისში ცხოვრობდნენ და მათ რაიმე ძველი დაპირისპირება არ ჰქონიათ. მისი აზრით, მკვლელობა შელაპარაკების შემდეგ, ყოფით ნიადაგზე მოხდა, თუმცა როგორც თავად ამბობს, ფაქტს თვითმხილველები არ ჰყავს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლითაა დაწყებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი