ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე “ოცნების” თავმჯდომარედ აირჩიეს

16 იანვარი, 2021 • 792
ირაკლი კობახიძე “ოცნების” თავმჯდომარედ აირჩიეს

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარედ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აირჩიეს.

ირაკლი კობახიძეს მხარი ერთხმად დაუჭირეს.

ირაკლი კობახიძემ პოსტი თბილისში მართლმადიდებლური საპარლამენტო ასამბლეის გამართვისა და რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების შემდეგ განვიტარებული საპროტესტო აქციების შედეგად გადადგა.

კობახიძემ ამ პოსტზე ბიძინა ივანიშვილი შეცვალა, რომელიც, მისივე განცხადებით, პოლიტიკას ტოვებს.

დღეს, 16 იანვარს გამართულ პარტიის ყრილობაში მონაწილეობა 400-ზე მეტმა დელეგატმა მიიღო. გარდა თავმჯდომარისა, ყრილობაზე აირჩიეს 21 წევრიანი პოლიტსაბჭოც.


ქართული ოცნების თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის არჩევის შესახებ გაკეთებული შეფასებების გასაცნობად, იხილეთ ნეტგაზეთის სტატია:

ივანიშვილის მემკვიდრე – რას ნიშნავს კობახიძის “ოცნების” ლიდერად არჩევა

მასალების გადაბეჭდვის წესი