ახალი ამბები

თბილისში კაცი მოკლეს, ბრალდებული დაკავებულია

15 იანვარი, 2021 • 688
თბილისში კაცი მოკლეს, ბრალდებული დაკავებულია

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 14 იანვრის ღამეს კაცი მოკლეს. შსს-ს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით მალევე დააკავეს 1978 წელს დაბადებული კ.შ.

გამოძიების ინფორმაციით, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ ვაგონში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს – 1982 წელს დაბადებულ გ.წ-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი კაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს, კ.შ. კი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი