ახალი ამბები

ვინც რისკჯგუფში არ შედის, ვაქცინას ზაფხულში-შემოდგომის დასაწყისში მიიღებს — იმნაძე

14 იანვარი, 2021 • 1583
ვინც რისკჯგუფში არ შედის, ვაქცინას ზაფხულში-შემოდგომის დასაწყისში მიიღებს — იმნაძე

ტელეკომპანია “პირველის” ეთერში პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ “იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რისკისჯგუფს არ წარმოადგენენ, ვაქცინას ზაფხულში ან შემოდგომით მიიღებენ.

“რეალისტები თუ ვიქნებით, ეს იქნება [ვაქცინაცია] ალბათ ზაფხულში, შემოდგომის დასაწყისში. ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის, რომლებიც რისკის ჯგუფს არ წარმოადგენენ და რომელთათვის კორონავირუსი არ წარმოადგენს სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან დაავადებას”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.


ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება  შესაძლებელი. ამის შესახებ მან აშშ-ის ელჩთან შეხვედრისას განაცხადა. თუმცა მინისტრს არ დაუკონკრეტებია თარიღი, თუ რას გულისხმობს “უახლოეს მომავალში”.

საქართველო ვაქცინების შესაძენად 17 მილიონამდე დოლარის დახარჯვას გეგმავს, რაც საშუალოდ, 700 ათასი ადამიანის ასაცრელად იქნება განკუთვნილი. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, თანხის ნაწილი წინასწარაა გადახდილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შექმნილ კოვაქს პკატფორმაში. აღნიშნული პლატფორმის მიზანია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას დაეხმაროს ვაქცინის მიღებაში.

ვაქცინაცია უკვე რამდენიმე კვირაა დაწყებულია აშშ-ში, კანადაში, ისრაელში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და ასევე, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი