ახალი ამბები

დაკავებულია პირი, რომელიც თავის ნაცნობს მანქანით განზრახ დაეჯახა – შსს

14 იანვარი, 2021 • 1283
დაკავებულია პირი, რომელიც თავის ნაცნობს მანქანით განზრახ დაეჯახა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი პირი – 1988 წელს დაბადებული გ.ი. დააკავეს.

როგორც შსს აცხადებს, ბრალდებული 2020 წლის ნოემბერში, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, საავტომობილო გზაზე,  1976 წელს დაბადებულ ლ.კ-ს ავტომობილით განზრახ შეეჯახა, 1984 წელს დაბადებულ გ.ბ-ს კი ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა მიმალვაში მყოფი ძებნილი გ.ი. რამდენიმეთვიანი ძებნის შემდეგ ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულის სახით დააკავეს.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების  აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი