ახალი ამბები

15 წლის გოგო ძალით ჩასვეს მანქანაში და ოთახში გამოკეტეს – პროკურატურა

12 იანვარი, 2021 • 980
15 წლის გოგო ძალით ჩასვეს მანქანაში და ოთახში გამოკეტეს – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა გარდაბანში გატაცებული გოგოს საქმის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

უწყება ამბობს, რომ 4 ბრალდებულს შორის ორი იყო კაცის ნათესავი – დედა და ბიცოლა, რომლებმაც 15 წლის გოგო ძალით ჩასვეს მანქანაში, შემდეგ კი ოთახში გამოკეტეს.

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 7 იანვარს გარდაბნის რაიონში ე.ბ. დედასთან, ც.ა-სთან და ბიცოლასთან, ბ.ბ-სთან ერთად შეიჭრნენ ს.ბ-ს საცხოვრებელ სახლში, 15 წლის ს.ბ. ძალით გამოიყვანეს სახლიდან, ჩასვეს ავტომანქანაში და გ.ბ-ს საცხოვრებელ სახლში გადაიყვანეს, სადაც ა.ბ-მ დაზარალებული დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ოთახში გამოკეტა და არ აძლევდა თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას.

ხოლო მას შემდეგ, რაც გამტაცებლებისთვის ცნობილი გახდა, რომ ს.ბ-სთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დაწყებული იყო გამოძიება, მოსალოდნელი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, დაზარალებული არასრულწლოვანი სახლში დააბრუნეს.”

4 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით რუსთავის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ 10 იანვარს გარდაბანში 15 წლის გოგო 4-მა ბრალდებულმა გაიტაცა. ისინი უკვე დააკავეს.

15 წლის გოგო 4-მა პირმა გაიტაცა, ისინი დავაკავეთ – შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი