ახალი ამბები

15 წლის გოგო 4-მა პირმა გაიტაცა, ისინი დავაკავეთ – შსს

12 იანვარი, 2021 • 1431
15 წლის გოგო 4-მა პირმა გაიტაცა, ისინი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაბანში დააკავეს 15 წლის გოგოს გატაცებაში ბრალდებული 4 პირი.

უწყება ამბობს, რომ ბრალდებულმა, თავისივე დედისა და 2 ახლობელი ქალის დახმარებით, არასრულწლოვან თანასოფლელ გოგონას – 2005 წელს დაბადებულ ს.ბ-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” და „დ“ ქვეპუნქტებით.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი