ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოსკოვში პუტინის, ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა იმართება | მთიანი ყარაბაღი

11 იანვარი, 2021 • 1039
მოსკოვში პუტინის, ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა იმართება | მთიანი ყარაბაღი

რუსეთის დედაქალაქში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა იმართება. შეხვედრის ძირითადი თემა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება და მიმდინარე საკითხებია.

აღნიშნული შეხვედრა რიგით პირველია აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა ე.წ. 10 ნოემბრის შეთანხმებას, რასაც მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულება მოჰყვა.

აზერბაიჯანული APA-ს ცნობით, პრეზიდენტმა პუტინმა ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობას. მისივე თქმით, საჭიროა “დამატებითი ნაბიჯების გადადგმა რეგიონში ეკონომიკური, სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირების აღსადგენად”.

შეხვედრა ჯერ არ დასრულებულა.

ფოტო გარეკანზე: Apa.az


რუსეთი შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმების დოკუმენტის მიხედვით, მთიან ყარაბაღში განთავსდა რუსული სამშვიდობო მისია, რომელიც დაახლოებით 2000-კაციანი შემადგენლობითაა წარმოდგენილი. რუსული მხარე აკონტროლებს ლაჩინის კორიდორსაც, რომელიც სომხეთს დე ფაქტო მთიან ყარაბაღთან აკავშირებს. სწორედ ისინი არიან ჩართული სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის პროცესშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი