ახალი ამბები

შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება – თურნავა

11 იანვარი, 2021 • 2824
შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება – თურნავა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, წერტილოვანი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება.

შეზღუდვები ძალაში დარჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვისაც.

„მივიღეთ დღეს გადაწყვეტილება, რომ პირველ თებერვლამდე შევინარჩუნოთ ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს წერტილოვანი შეზღუდვების. ჩვენი ამოცანაა, რომ დარჩენილი 2-3 კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესთან და მოვემზადოთ უფრო უსაფრთხო გახსნითვის, თუნდაც, იგივე ვაჭრობის სექტორს რაც შეეხება, ან საზოგადოებრივ ტრანსპორტს“, – ამბპობს თურნავა.

მინისტრი განმარტავს, რომ ბაზრობები და მუნიციპალური ტრანსპორტი – „ორი საკმაოდ სენსიტიური თემაა და ეს არის ჩვენი პრიორიტეტი“.

„ამ მიმართულებით ვმართავთ გადაუდებელ შეხვედრებს, რომ ახალი სტანდარტი შემოვიღოთ და თებერვლიდან შევძლოთ, რომ შემსუბუქება რეალისტური იყოს და არ დააზიანოს ეპიდვითარება“, – ამბობს თურნავა.

შეზღუდვების შესახებ დეტალურად წაიკითხეთ:

მთავრობამ ახალი შეზღუდვების ჩამონათვალი გამოაქვეყნა

მასალების გადაბეჭდვის წესი