ახალი ამბები

რამდენიმე დღეში გეცოდინებათ, პარტიაში ვინ შეცვლის ივანიშვილის – მდინარაძე

11 იანვარი, 2021 • 878
რამდენიმე დღეში გეცოდინებათ, პარტიაში ვინ შეცვლის ივანიშვილის – მდინარაძე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პარტიაში ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

დღეს დილით ბიძინა ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც თქვა, რომ პარტიასა და პოლიტიკას ტოვებს. მდინარაძე ამბობს, რომ „ქართულ ოცნებაში“ შესაბამისი ცვლილებების შესახებ ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება.

„შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ამის შესახებ პარტიაში, ჩვენს გუნდში, გადაწყვეტილებები ბოლომდეა მიყვანილი და მიღებული. თუმცა ამის შესახებ საზოგადოება გაიგებს რამდენიმე დღეში იმიტომ, რომ ბუნებრივია, პარტიაში ამ ცვლილებების შესახებ იქნება შესაბამისი პროცედურები, რაც წესდებითაა დადგენილი. ამის შესაბამისად, ინფორმაცია გექნებათ რამდენიმე დღეში“, – ამბობს მდინარაძე ჟურნალისტებთან.

ქართული ოცნების“ წესდების მიხედვით, ახალი თავმჯდომარის არჩევამდე კახა კალაძე პარტიის დროებითი თავმჯდომარე იქნება.

პარტიის წესდებაში ნათქვამია, რომ თავმჯდომარე პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელი თანამდებობის პირია და ყრილობა მას 4 წლის ვადით ირჩევს. ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ თავმჯდომარის წასვლის შემთხვევაში, მის ადგილს პარტიის გენერალური მდივანი – ამ შემთხვევაში, კახა კალაძე დაიკავებს. 

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის

მასალების გადაბეჭდვის წესი