ახალი ამბები

ტყის და მინდვრის ხანძრები ლიკვიდირებულია — საგანგებო

10 იანვარი, 2021 • 819
ტყის და მინდვრის ხანძრები ლიკვიდირებულია — საგანგებო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რამდენიმე დღიანი აქტიური სამუშაოების შემდეგ ტყისა და მინდვრის მასშტაბური ხანძრები სრულად ჩააქრეს.

მათივე ცნობით, ამ ხნის განმავლობაში ხანძარს ებრძოდა 700-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, 100-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

“4 იანვრიდან დღემდე დაფიქსირდა 300-ზე მეტი, სხვადასხვა მასშტაბის კერა. ყველა მათგანი ლიკვიდირებულია.
სახანძრო უსაფრთხოების პროტოკოლის მიხედვით, კერებზე კონტროლისა და მონიტორინგის მიზნით დარჩებიან მეხანძრე-მაშველები.

ხანძრები დაფიქსირდა სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში”, — აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს თავი შეიკავონ მინდვრებში, სახნავ-სათეს მიწებზე ცეცხლის დანთებისგან. მონადირეებმა დაიცავით უსაფრთოხების წესები ტყეებში გადაადგილებისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი