საპატრიარქოში ამბობენ, რომ მათ თანამშრომლებს შორის ჩატარებული ყველა PCR ტესტის პასუხი უარყოფითია.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დღეს საქართველოს საპატრიარქოში რ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის (ლაბორატორია) წარმომადგენლებმა საპატრიარქოს თანამშრომლებს PCR ტესტირება ჩაუტარეს.
საპატრიარქოს თანახმად, ამ ეტაპისთვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქისთვის, ილია მეორესთვის კორონავირუსზე ტესტის ჩატარება არ იგეგმება.
ამ ეტაპისთვის ილია II-სთვის კოვიდ ტესტის ჩატარება არ იგეგმება – საპატრიარქო