ახალი ამბები

კაპიტოლიუმში შეჭრილი „რქიანი“ დემონსტრანტი დააკავეს

9 იანვარი, 2021 • 1488
კაპიტოლიუმში შეჭრილი „რქიანი“ დემონსტრანტი დააკავეს

აშშ-ში კაპიტოლიუმში შეჭრილი დონალდ ტრამპის მომხრე, რომელსაც რქიანი ქუდი ეხურა, დააკავეს. ინფორმაციას აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

„რქიანი“ დემონსტრანსი ჯეიქობ ენტონი ჩენსლია, რომელიც ასევე ჯეიქ ანჯელის სახელითაა ცნობილი. მას ბრალად კაპიტოლიუმში ძალადობრივი შეჭრა ედება. ის დღეს დააკავეს.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩენსლის იდენტიფიცირება მოხდა „როგორც მედიაში ნაჩვენები პირის, რომელსაც ეკეთა რქები, ეხურა ბეწვიანი თავსაბურავი, ესვა წითელი, თეთრი და ლურჯი საღებავი“. ამავე აღწერაში ნათქვამია, რომ მას ხელში ეჭირა დაახლოებით, 2-მეტრიანი შუბი, რომელზეც აშშ-ს დროშა იყო მოთავსებული.

ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ჩენსლის გარდა დაკავებულია კიდევ დერეკ ევანსი და ადამ ჯონსონი. ორივე მათგანის საქმე კაპიტოლიუმში შეჭრას უკავშირდება.


6 იანვარს კონგრესის მიერ ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ოფიციალურად დამტკიცების პროცედურა მიმდინარეობდა, რა დროსაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერი ჯგუფები თავს დაესხნენ შენობას, რათა პროცესი ჩაეშალათ და ამ გზით შეეჩერებინათ ჯო ბაიდენის პრეზიდენტად დამტკიცება.

მათი რწმენით, არჩევნები გაყალბდა და სინამდვილეში ტრამპმა გაიმარჯვა. რეალურად, ამერიკულმა სასამართლოებმა დონალდ ტრამპის სარჩელების უმრავლესობა საერთოდ არ მიიღეს წარმოებაში და არ დააკმაყოფილეს საკმარისი მტკიცებულებების გამო. გარდა ამისა, სადავო შტატებში ტრამპისვე მოთხოვნით რამდენიმეჯერ გადაითვალეს შედეგები. მიუხედავად ამისა, არჩევნების შედეგები არ შეცვლილა და ეჭვქევშ არ დამდგარა ბაიდენის გამარჯვება.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა უკვე დაამტკიცეს ჯო ბაიდენი ამერიკის შეერთებული შტატების მომავალ პრეზიდენტად. იგი ქვეყნის მართვას ინაუგურაციის შემდეგ, 21 იანვრიდან დაიწყებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი