ახალი ამბები

შობის ღამეს აბაშაში პენსიონერი დააყაჩაღეს

8 იანვარი, 2021 • 818
შობის ღამეს აბაშაში პენსიონერი დააყაჩაღეს

აბაშაში პენსიონერი დააყაჩაღეს. შემთხვევა 6 იანვარს, შობის ღამეს, მოხდა.

როგორც “მთავარ არხთან” დაზარალებულის ახლობელი ამბობს, მოხუცი ნაწამებია.

“საქონელი გაყიდა, ეტყობა, ვიღაცას გაგონილი აქვს, მოვიდნენ და დააყაჩაღეს. ნაწამებია, როგორც თვითონ ამბობს, 500 ლარი ჰქონდა ოჯახში და ეს წაიღეს. ეტყობა, მეტს მოელოდნენ და მეტი არ ჰქონდა”, — ამბობს ოჯახის ახლობელი.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდრაზე გამოძიება სისხლის სამრთლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. მათივე განცხადებით, ამ დროისთვის ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი