ახალი ამბები

კორონავირუსი: 34 გარდაცვლილი და 537 ახალი შემთხვევა – 8 იანვარი

8 იანვარი, 2021 • 1145
კორონავირუსი: 34 გარდაცვლილი და 537 ახალი შემთხვევა – 8 იანვარი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 34 ადამიანი.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს და ამბობს, რომ ამ პერიოდში ჩატარდა 5 265 ტესტი.

„ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  5 265   კვლევა ტესტით, მათ შორის 1 945 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 320- PCR ტესტით“, – ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში, სადაც ასევე ნათქვამია, რობ გამოჯანმრთელდა კიდევ 494 ადამიანი.

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის  236 028 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 224 189 გამოჯანმრთელდა, ხოლო  2 728  გარდაიცვალა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი