ახალი ამბები

კორონავირუსი: 28 გარდაცვლილი და 1 612 ახალი შემთხვევა – 7 იანვარი

7 იანვარი, 2021 • 708
კორონავირუსი: 28 გარდაცვლილი და 1 612 ახალი შემთხვევა – 7 იანვარი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 612 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 28 პაციენტი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების თქმით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 419 ადამიანი.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 492 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 084 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 408- PCR ტესტით“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 612 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 670 შემთხვევა, აჭარა – 118, იმერეთი – 257, ქვემო ქართლი – 106, შიდა ქართლი – 107, გურია – 29, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 145, კახეთი – 85, მცხეთა-მთიანეთი – 56, სამცხე-ჯავახეთი – 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.

ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისი – 670
  • აჭარა – 118
  • იმერეთი – 257
  • ქვემო ქართლი – 106
  • შიდა ქართლი – 107
  • გურია – 29
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 145
  • კახეთი – 85
  • მცხეთა-მთიანეთი – 56
  • სამცხე-ჯავახეთი – 25
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 235 491 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 223 695 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 694 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი