ახალი ამბები

“ახლა მოდუნება ხარაკირის ტოლფასია” – ექიმი ჟამურაშვილი ეპიდვითარებაზე

7 იანვარი, 2021 • 887
“ახლა მოდუნება ხარაკირის ტოლფასია” – ექიმი ჟამურაშვილი ეპიდვითარებაზე

ბერლინის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციური განყოფილების ექიმი, თამარ ჟამურაშვილი, საქართველოს მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს პანდემიასთან დაკავშირებით.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, რომლითაც ფეისბუქ აუდიტორიას შობას ულოცავს, ექიმი დასძენს, რომ წინ რთული თვეებია და “ახლა მოდუნება ხარაკირის ტოლფასია”.

“ახალი წელი დაიწყო და ყველას ახლის იმედი გვაქვს, თუმცა წინ რთული თვეები გველოდება და ჯერ ისევ უნდა გავფრთხილდეთ. ვიცი, არავის გვინდა ამის მოსმენა, მაგრამ ახლა მოდუნება ხარაკირის ტოლფასია”, – წერს ის.

მისი თქმით, იმ კლინიკის ინტენსიურ განყოფილებაში, რომელშიც თავად საქმიანობს, 17 საწოლია. ამჟამად სულ 15 პაციენტია ECMO-ზე: ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაციის აპარატზე, რომელიც სხვადასხვა გართულების, მათ შორის, მწვავე პნევმონიის დროს გამოიყენება, რათა სისხლი ჟანგბადით გამდიდრდეს.

ჟამურაშვილი დასძენს, რომ 70+ ასაკის პაციენტებს “აღარ/ვეღარ” უწევენ დახმარებას აღნიშნული აპარატით.

“გერმანია შეზღუდვებს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაამკაცრებს.

ნუ დავაყანებთ ნურც საკუთარს და ნურც ახლობლების ჯანმრთელობას/სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ. ვერ წარმოიდგენთ, რამდენად მტკივნეულია თითოეული sms, სიტყვებით: გემუდარებით მიშველეთ, გადამირჩინეთ…

[შობას] გილოცავთ მშვიდი წელიწადის იმედით!!!” – დასძენს ექიმი.

მასალების გადაბეჭდვის წესი