ახალი ამბები

Twitter ტრამპის ანგარიშს მინიმუმ 12 საათით დაბლოკავს

7 იანვარი, 2021 • 1397
Twitter ტრამპის ანგარიშს მინიმუმ 12 საათით დაბლოკავს

სოციალური ქსელი „ტვიტერი“ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირად ანგარიშს მინიმუმ 12 საათით დაბლოკავს. კომპანიის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ტრამპის ბოლო პოსტების გამო იქნა მიღებული, სადაც კაპიტოლიუმში შეჭრილ მოქალაქეებს „დიდ პატრიოტებს“ უწოდებს და კვლავ ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა.

სოციალური ქსელის განცხადებაში ნათქვამია, რომ ტრამპის სამი პოსტის წაშლის შემდეგ მისი ანგარიში 12 საათით იქნება დაბლოკილი, ხოლო თუ პოსტები წაშლილი არ იქნება, ბლოკი გაგრძელდება.

„ტვიტერის“ ადმინისტრაცია ასევე აცხადებს, რომ სოციალური ქსელის წესების დარღვევის გამეორების შემთხვევაში ტრამპის ანგარიში სამუდამოდ დაიბლოკება.


6 იანვარს აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში მომიტინგეები კაპიტოლიუმის — აშშ-ის კონგრესის [პარლამენტის] შენობაში შეიჭრნენ. ამერიკული მედიის ცნობით, შენობა ჩაკეტილია. გარკვეული ხნის წინ დაიწყო შენობაში მყოფი ადამიანების — სენატორების, წარმომადგენელთა პალატის წევრების და მათი ადმინისტრაციების თანამშრომლების ევაკუაცია. გარდაიცვალა ერთი ადამიანი.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს დონალდ ტრამპმა და ჯო ბაიდენმა: „შეჭრა კაპიტოლიუმში: რას ამბობენ ტრამპი და ბაიდენი?“

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაეცანით „ნეტგაზეთის“ სტატიას: „ტრამპის მხარდამჭერების შეჭრა აშშ-ის კაპიტოლიუმში | რა ვიცით ამ დროისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი