აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის — აშშ-ის კონგრესის [პარლამენტის] შენობაში შეიჭრნენ. შემთხვევა 6 იანვარს მოხდა, იმ დროს, როდესაც კონგრესში სხდომა უნდა გამართულიყო, რომელზეც საარჩევნო კოლეგიის ხმები დამოწმდებოდა. ამ გზით აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოფიციალურ პროცედურებს დაასრულებდა.
[red_box]შეჭრა კაპიტოლიუმში: რას ამბობენ ტრამპი და ბაიდენი?[/red_box]