ახალი ამბები

ვაშინგტონში ტრამპის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

6 იანვარი, 2021 • 1224
ვაშინგტონში ტრამპის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობასთან დონალდ ტრამპის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

კადრებში ჩანს, რომ მოქალაქეები შენობაში შესვლას ცდილობენ. კაპიტოლიუმში სხდომა უნდა გამართულიყო, რა დროსაც საარჩევნო კოლეგიის ხმები უნდა დამოწმდეს.

როგორც CNN წერს, სხდომა ამჟამად შეჩერებულია, შენობის შესასვლელთან კი ბარიკადებია მოწყობილი.

მომხდარს ტვიტერზე გამოეხმაურა თავად დონალდ ტრამპიც. მან მოქალაქეებს მოუწოდა, სიმშვიდე შეენარჩუნებინათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი