ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხანძარს ცხინვალის რეგიონში ქალი ემსხვერპლა

6 იანვარი, 2021 • 787
ხანძარს ცხინვალის რეგიონში ქალი ემსხვერპლა

საკუთარ სახლში გაჩენილ ხანძარს ცხინვალის რეიგონის, ყოფილი ზნაურის [ყორნისი – ქარელი] რაიონის სოფელ ნედლათში ხანდაზმული ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

შემთხვევა 6 იანვარს, გამთენიისას მოხდა. დე ფაქტო განსაკუთრებული სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, ხანძარი სახლში მაშინ გავრცელდა, როცა ყველას ეძინა. წინასწარი ინფრომაციით, ცეცხლის გაჩენა შეშის ღუმელმა გამოიწვია.

კიდევ ერთი ხანძარი დაფიქსირდა ქალაქ ცხინვალშიც. დაიწვა კერძო სახლი, რომლის გადარჩენაც მეხანძრე-მაშველებმა ვერ შეძლეს, თუმცა არავინ დაშავებულა. ამ დრომდე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები.


ხანძრის კერებს ებრძვიან რამდენიმე რეგიონში, მათ შორის, აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში, იმერეთში, გურიასა და აჭარაში. ხანძრის კერების უმეტესობა ლიკვიდირებულია, თუმცა სამუშაოებს ართულებს ძლიერი ქარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი