საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ თბილისში დასტურდება.
მთავრობის ოფიციალური მონაცემების თანახმად, 1 800 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
- თბილისი – 735
- აჭარა – 119
- იმერეთი – 331
- ქვემო ქართლი – 128
- შიდა ქართლი – 103
- გურია – 43
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 151
- კახეთი – 116
- მცხეთა-მთიანეთი – 22
- სამცხე-ჯავახეთი – 35
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17
“ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 911, საიდანაც 3 901 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-1 921, აჭარაში-359, იმერეთში-731.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 863 პირი, მათ შორის, თბილისში-364, აჭარაში-92, იმერეთში-213. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 279 პირი, მათგან თბილისში-171, აჭარაში-18, იმერეთში-34.
765 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 211-თბილისში, 455-აჭარაში, 26-იმერეთში. 3 245 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”, – ამბობენ მთავრობაში.








