ახალი ამბებირეკლამა

როგორ დავფაროთ ყველა რისკი მანქანის დაზღვევის ერთი ნაკრებით

5 იანვარი, 2021 • 1672
როგორ დავფაროთ ყველა რისკი მანქანის დაზღვევის ერთი ნაკრებით

ავტომობილის მფლობელებმა იციან,  რომ მანქანით გადაადგილებისას ავარია ყველაზე დიდი რისკია, რომელიც ფინანსურად მნიშვნელოვნად გვაზარალებს. თუმცა არამხოლოდ ავტო-საგზაო შემთხვევა იწვევს მანქანის დაზიანებას. საგნების დაცემა, სტიქიური მოვლენები, ვანდალიზმი და სხვა შემთხვევები ასევე დიდად აზიანებს ავტომობილს. მათგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება კი მანქანის დაზღვევაა. სრული ნაკრები სრულად ითვალისწინებს ყველა იმ რისკს, რაც მანქანას უკავშირდება და მძღოლების მშვიდ და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

[blue_box]რა რისკებს აზღვევს სრული ავტოდაზღვევა[/blue_box]

იმისათვის, რომ ყველა რისკი დაზღვეული გქონდეთ და მოულოდნელ ხარჯებსაც თავი აარიდოთ, თიბისი დაზღვევა თქვენი ავტომობილისთვის სრულყოფილ ნაკრებს წარმოგიდგენთ. მასში გათვალისწინებულია შემდეგი რისკების დაფარვა:

[checklist]

  • ავტოავარია
  • ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა
  • ვანდალიზმი
  • სტიქიური მოვლენები, მათ შორის სეტყვა და მიწისძვრა
  • საგნების დაცემა

[/checklist]

თქვენი სრული სიმშვიდისთვის კი ამ ნაკრებით მესამე პირთა მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევას და მძღოლისა და მგზავრების ჯანმრთელობის დაზღვევასაც მიიღებთ. სრული ავტოდაზღვევა მოიცავს ამ ორ მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ნაკრებებსაც.

  • მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევის ნაკრებით ავტომობილით გადაადგილებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანება გექნებათ დაზღვეული. მათი მკურნალობის ხარჯებს თიბისი დაზღვევა აანაზღაურებს.

  • მესამე პირთა  მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა კი  გულისხმობს თქვენი ბრალეულობით მომხდარი შემთხვევების დაზღვევას. თუ ავტომანქანით ზიანი მიაყენეთ ნებისმიერი მესამე პირის მანქანას, ქონებას ან ჯანმრთელობას, თიბისი დაზღვევა მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს.

ამ მცირე ნაკრებებისთვის თანხის დამატება არ მოგიწევთ, ერთი გადახდით ყველაფერს ერთიანად დააზღევთ. გარდა ამისა, ყველა მძღოლისთვის საჭირო და აუცილებელ სერვისებს საჩუქრად მიიღებთ, ასევე შეძლებთ საინტერესო აქციებით სარგებლობას. უპირველესად, ეს არის 24/7-ზე ავტოტექნიკური დახმარება გზებზე, რომელიც მნიშვნელოვან სერვისებს მოიცავს: ევაკუატორის მომსახურებას, საწვავის ადგილზე მიტანას, ადგილზე საბურავის გამოცვლას და ავტომობილის დაქოქვას. თბილისის გარდა, ავტოასისტანსის მომსახურება ვრცელდება ფოთში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში.

თიბისი დაზღვევის პარტნიორ ორგანიზაციებში კი სხვადასხვა მომსახურების ფასდაკლებით მიღებას შეძლებთ. მაგალითად, სააქციო ფასად გარეცხავთ თქვენს ავტომობილს 20-ზე მეტ პარტნიორ სამრეცხაოში, ასევე ისარგებლებთ შემფასებელი/შემკეთებელი სერვის-ცენტრების მომსახურებით. სრული დაზღვევის შეძენისას, დამატებით მიიღებთ 15%-იან ფასდაკლებას ვიანორში და 10%-იან ქეშბექს თეგეტაში.

[blue_box]როგორ შევიძინოთ ავტოდაზღვევა[/blue_box]

თიბისი დაზღვევის ციფრულ სივრცეში  მომხმარებელს სხვადასხვა სადაზღვევო პროდუქტის ონლაინ შეძენა შეუძლია, მათ შორის ავტოდაზღვევის სრული ნაკრების. ამისათვის სულ რამდენიმე წუთია საჭირო – ვებგვერდზე წარმოდგენილი ფორმულარის შევსებისას თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, სხვა დამატებითი საბუთების წარდგენა არ მოგეთხოვებათ. სადაზღვევო პოლისს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ.

დაზღვევის ონლაინ პლატფორმაზე ასევე შეძლებთ ყოველთვიური პრემიის ონლაინ გადახდას და ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ანაზღაურების ონლაინ მოთხოვნას. თიბისი დაზღვევა უფრთხილდება მომხმარებლის დროს და ორიენტირებულია მარტივ და სწრაფ ციფრულ სერვისებზე, ეს კი სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობას უფრო კომფორტულს და მოსახერხებელს ხდის. თიბისი დაზღვევა წლის საუკეთესო ავტოსადაზღვევო კომპანიაა, რომელმაც უკვე აანაზღაურა 9 მლნ ლარი, მათ შორის თანხის 73% გასცა დისტანციურად.

მასალების გადაბეჭდვის წესი