ახალი ამბები

ვსწავლობთ კორონავირუსით 10-მდე რეინფიცირების შესაძლო შემთხვევას | პაატა იმნაძე

5 იანვარი, 2021 • 1126
ვსწავლობთ კორონავირუსით 10-მდე რეინფიცირების შესაძლო შემთხვევას | პაატა იმნაძე

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ სწავლობენ  10-მდე შემთხვევას, რათა გამოვლინდეს, დაინფიცირდა თუ არა წარსულში უკვე ინფიცირებული პაციენტი მეორედ.

“ვსწავლობთ რამდენიმე ასეთ შემთხვევას, მოძიებულია ამ პაციენტების გენეტიკური ნიმუშები. უნდა შევისწავლოთ ორივე დადებითი ნიმუშის გენეტიკური სეკვენსები, იმისათვის, რომ დადგინდეს, მოხდა თუ არა მუტაცია [ვირუსის]. ყველა ვარიანტში მცირედი გენეტიკური ცვლილება მოხდებოდა, თუ ეს არის რეინფიცირება. ეს არ არის ადვილი საქმე, მსოფლიოში სულ რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული. ამას სჭირდება სამეცნიერო მტკიცებულებები, რომლებიც უნდა იყოს დამყარებული ვირუსის გენეტიკურ შესწავლაზე”, – განაცხადა 5 იანვარს პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ამჟამად გადარჩეულია ინფიცირების 10-მდე შემთხვევა, რომლის კვლევაც მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი