Interviewsახალი ამბები

ინგლისში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა- კოვიდ 19

5 იანვარი, 2021 • 1559
ინგლისში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა- კოვიდ 19

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ინგლისში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ ინგლისის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.

ჯონსონის თქმით, სახლიდან გასვლა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იქნება დაშვებული. ასევე, დაიხურება არასასიცოცხლო მნიშვნელობის მაღაზიები და ობიექტები.

ახალი შეზღუდვები ინგლისში თებერვლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და ამ დროის განმავლობაში საგანმანათლებლო დაწესებულებების უმეტესობა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავა.

როგორც ბორის ჯონსონმა სატელევიზიო მიმართვაში აღნიშნა, კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება და მის შესაჩერებლად გადაუდებელი მოქმედებაა საჭირო.

ბოლო ერთი კვირაა, ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 50 000-ს აღემატება.

 

.

მასალების გადაბეჭდვის წესი