ახალი ამბები

კორონავირუსი: ვაქცინაციით ისრაელი ლიდერობს ყოველ 100 მოსახლეზე

4 იანვარი, 2021 • 1554
კორონავირუსი: ვაქცინაციით ისრაელი ლიდერობს ყოველ 100 მოსახლეზე

ოქსფორდის უნივერსიტეტში შექმნილი მონაცემთა ბაზის, “Our World in Data”-ს მიხედვით, ყოველ 100  მოსახლეზე ვაქცინაციის მიხედვით, მსოფლიოში ისრაელი ლიდერობს.

ქვეყანაში ყოველი 100 მოქალაქიდან, 3 დეკემბრის მონაცემების მიხედვით, ვაქცინა უკვე მიიღო 12.53-მა პირმა.

2 დეკემბრის მონაცემებით, ისრაელის შემდეგ ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბაჰრეინის სამეფოშია, სადაც ყოველ 100 მოსახლეზე 3.57 ადამიანმა მიიღო ვაქცინის დოზა. ბაჰრეინის შემდეგ მოდის ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ყოველ 100 მოსახლეზე ვაქცინაცია 1.28 პირს ჩაუტარდა.

Our World in Data-ს გრაფიკი. ქვეყნები 100 სულ მოსახლეზე ჩატარებული ვაქცინაციის რიცხვის მიხედვით

ისრაელში ვაქცინაცია 19 დეკემბერს დაიწყო და დღეში საშუალოდ 150 000 მოქალაქეს უტარდება აცრა. ქვეყანამ პანდემიის ადრეულ ეტაპზევე დაჯავშნა ამერიკულ-გერმანული Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა, რომელიც 90%-ის შემთხვევაშია ეფექტური.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ჯერ კიდევ პირველი დეკემბრისთვის ისრაელში მილიონ ადამიანზე მეტს ქონდა ვაქცინის პირველი დოზა მიღებული. “ჩვენ ვართ მსოფლიო ჩემპიონები ვაქცინაციაში”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.


ისრაელში ამ დრომდე კორონავირუსის 442 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 3400-ზე მეტი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა ისრაელის 388 000-ზე მეტი მოქალაქე.

მასალების გადაბეჭდვის წესი