ახალი ამბები

“დაიწვა კელიები” – ხანძარი ოზურგეთის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში

2 იანვარი, 2021 • 832
“დაიწვა კელიები” – ხანძარი ოზურგეთის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში

ოზურგეთში, 9 აპრილის ქუჩაზე, შემოქმედი ეპარქიის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში, ცეცხლი გაჩნდა. შემთხვევა 2 იანვარს, გამთენიისას მოხდა.

შემოქმედის ეპარქიის ინფორმაციით, ხანძარი წმინდა ნინოს დედათა მონასტრის საცხოვრებელი კომპლექსის მეორე სართულს გაუჩნდა.

“დაიწვა კელიები მთლიანად”, – წერს ეპარქია.

როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 3 ეკიპაჟი მუშაობდა და ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. არავინ დაშავებულა.

ფოტო: არქივიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი