საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 228 752 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 217 973 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 572 გარდაიცვალა.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 44 ადამიანი. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყება ამბობს, რომ ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა კიდევ 2 981 პაციენტი.
“ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 3 288 კვლევა ტესტით, მათ შორის 1 449 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 839 PCR ტესტით”, – აცხადებენ მთავრობაში.
342 ახალი შემთხვევა, რეგიონების მიხედვით, ასე ნაწილდება:
- თბილისი – 183
- აჭარა – 20
- იმერეთი – 42
- ქვემო ქართლი – 17
- შიდა ქართლი – 7
- გურია – 4
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 30
- კახეთი – 28
- მცხეთა-მთიანეთი – 6
- სამცხე-ჯავახეთი – 5
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0