ახალი ამბები

დავაკავეთ პირი, რომელმაც ნინოწმინდაში თანასოფლელი მოკლა – შსს

1 იანვარი, 2021 • 1138
დავაკავეთ პირი, რომელმაც ნინოწმინდაში თანასოფლელი მოკლა – შსს

სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ დააკავა 1997 წელს დაბადებული პირი, რომელსაც თანასოფლელის მკვლელობას ედავებიან. შემთხვევა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში, პირველ იანვარს მოხდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სოფელში რამდენიმე პირს შორის მოხდა შელაპარაკება, რა დროსაც ბრალდებულმა სამი თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. ერთ-ერთი მათგანი მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ინციდენტისას კიდევ ერთმა ადამიანმა ცივი იარაღით მიიღო დაზიანებები. როგორც მას, ისე დანარჩენ 2 პირს, ექიმებმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

“ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა მალევე დაადგინეს მისი ადგილსამყოფელი და მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

საქმესთან დაკავშირებით სხვა გარემოებების გამოკვეთისა და აღნიშნულ ფაქტთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.  გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი