ფოთში დღეს, პირველ იანვარს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულის შესახებ “ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, მომხდარში ერთი ავტომობილი ფიგურირებს.
მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
