ახალი ამბები

შსს: ბორჯომში დედამ შვილი მოკლა, ის დაკავებულია

1 იანვარი, 2021 • 1172
შსს: ბორჯომში დედამ შვილი მოკლა, ის დაკავებულია

შსს- ცნობით, ქალაქ ბორჯომში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დედამ შვილი მოკლა. შემთხვევა პირველ იანვარს, გამთენიისას მოხდა. სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ ბრალდებული ბორჯომშივე დააკავა.

გამოძიების ცნობით, 1958 წელს დაბადებულმა ქალმა შვილს – 1979 წელს დაბადებულ პირს – თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. კაცი ადგილზე დაიღუპა.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ამბობს უწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი