ახალი ამბები

კოვიდ 19: როგორ შეხვდა მსოფლიო 2021 წელს [ფოტო]

1 იანვარი, 2021 • 1538
კოვიდ 19: როგორ შეხვდა მსოფლიო 2021 წელს [ფოტო]

მსოფლიოს ქალაქების უმეტესობაში კოვიდ 19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო მოქალაქეებს არ მიეცათ შესაძლებლობა ახალ, 2021 წელს ქალაქების მთავარ ნაძვისხეებთან შეხვედროდნენ. ნახეთ, როგორ ხვდება მსოფლიო ახალ წელს პანდემიის ჟამს EPA-ს ფოტოებით. [ფოტოები დაემატება]

ფოტოების კომბინაციაში ნაჩვენებია პარიზის ელისეის მინდვრის ცარიელი გამზირი 2020 წლის 31 დეკემბერს (ზევით) და იგივე ადგილი, სავსე ადამიანებით 2019 წლის 31 დეკემბერს (ქვემოთ). COVID-19 შემთხვევების მაღალი რაოდენობის გამ საფრანგეთში კომენდანტის საათია დაწესებულია 20:00 საათიდან დილის 6 საათამდე. ფოტო EPA-EFE / CHRISTOPHE PETIT TESSON

პარიზში, სადაც კომენდატის საათია დაწესებული კოვიდ 19-ის პანდემიის გამო, პატრულირებს პოლიცია ახალი წლის ღამეს. 31 დეკემბერი 2020. ფოტო: EPA-EFE/CHRISTOPHE PETIT TESSON

ნიუ-იორკის პოლიციის კომისარი დგას ცარიელ ტაიმს სკვერზე. ნიუ-იორკი, აშშ, 2020 წლის 31 დეკემბერი. კორონავირუსის პანდემიის გამო ხალხს არ მისცეს უფლება ახალი წელი ტაიმსს სკვერზე აღენიშნათ. EPA-EFE / JASON SZENES

New York, USA, 01 January 2021. პანდემიის გამო დაწესებული შზღუდვების გამო ხალხს არ მიეცა უფლება ახალ წელს ტაიმსს სკვერზე შეხვედროდა. EPA-EFE/JASON SZENES

ჯენიფერ ლოპესი ახალი წლის ღამეს ტაიმსს სკვერზე. ნიუ იორკი, აშშ 31 December 2020. EPA-EFE/GARY HERSHORN POOL

ხალხი ქუჩაში აღნიშნავს ახალ წელს კოცონთან ფილიპინებში. აქაც ხელისუფლება ცდილობს შეზღუდოს მასობრივი შეკრება კოვიდის პანდემიის გამო.
ფოტო: EPA-EFE / MARK R. CRISTINO

ტაივანი, 01 January 2021. EPA-EFE/RITCHIE B. TONGO

“ელექტრონული ფოიერვერკი” ამსტერდამში – ქალაქის მერი შეეცადა, შეეზღუდა ხალხის შეკრება ახალი წლის ღამეს EPA-EFE / KOEN VAN WEEL

ვენა, ავსტრია, 31 დეკემბერი 2020. EPA-EFE/CHRISTIAN BRUNA

შუაღამის ფოიერვერკი აანთებს სიდნეის ნავსადგურს და სიდნეის ნავსადგურის ხიდს სიდნეიში მოქალაქეებს კორონავირუსის პანდემიის გამო შინ დარჩენა და ფოიერვერკის ყურება სთხოვეს. EPA-EFE / DAN HIMBRECHTS

ვენა, ავსტრია, 31 დეკემბერი 2020. EPA-EFE/CHRISTIAN BRUNA

ფოიერვერკები ზეიმის გარეშე მადრიდში, სადაც მკაცრი შეზღუდვებია დაწესებულები კოვიდ 19-ის პანდემიის გამო EPA-EFE/David Fernandez

მადრიდი, ახალი წლის ღამე EPA-EFE/David Fernandez

თითქმის ცარიელი პრაღა ახალი წლის ღამეს. 31 დეკემბერი, 2020EPA-EFE/MARTIN DIVISEK

საახალწლო ზეიმი ბერლინში – შოუ და ფოიერვერკი გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ZDF- ს საახალწლო შოუს ‘Welcome 2021’ პირდაპირი ტრანსლირების დროს. ბერლინი, გერმანია, 2021 წლის 1 იანვარი. კორონავირუსის პანდემიის გამო მაყურებლებს არ ჰქონდათ უფლება დასწრებოდნეენ ბრანდენბურგის კარიბჭესთან საახალწლო შოუს დროს. გერმანიაში შეზღუდვებია დაწესებული პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით, რათა თავიდან აიცილონ დაშავებულთა საავადმყოფოებში მოხვედრა პანდემიის დროს და არ გადაიტვირთოს ჰისპიტლები. ფოტო: EPA-EFE / CLEMENS BILAN

მასალების გადაბეჭდვის წესი