ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს, ალექსანდრე ანქვაბს კორონავირუსი დაუდგინდა

30 დეკემბერი, 2020 • 929
აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს, ალექსანდრე ანქვაბს კორონავირუსი დაუდგინდა

დე ფაქტო აფხაზეთის პრემიერ-მინისტრს, ალექსანდრე ანქვაბს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას დე ფაქტო მთავრობაზე დაყრდნობით მედიასაშუალება “აფხაზეთი დღეს” [Аҧсны иахьа] ავრცელებს.

ექიმების განცხადებით, ანქვაბი თავს კარგად გრძნობს. ვირუსი მიმდინარეობს იოლ ფორმებში და მისი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ არის. ის მკურნალობას საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში გადის.

რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიასაც, რომელიც მსგავსად ანქვაბისა, ჰოსპიტალიზაციის გარეშე მკურნალობს.

რას ნიშნავს თბილისისთვის სოხუმისა და მოსკოვის მორიგი შეთანხმება

მასალების გადაბეჭდვის წესი