ახალი ამბებისაზოგადოება

გორელ ახალგაზრდას 49-ე დღეა უშედეგოდ ეძებენ

30 დეკემბერი, 2020 • 1546
გორელ ახალგაზრდას 49-ე დღეა უშედეგოდ ეძებენ

გორში მცხოვრებ გიორგი ნონაშვილს პოლიცია უკვე 49-ე დღეა უშედეგოდ ეძებს.

როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, იგი სახლიდან 11 ნოემბერს ხელფასის ასაღებად გავიდა, თუმცა მას შემდეგ აღარავის უნახავს.

გიორგი ნონაშვილის ოჯახის წევრებს არ აქვთ კონკრეტული ვერსია, თუ რა შეიძლება იყოს მისი გაუჩინარების მიზეზი.

“კონფლიქტი არავისთან ჰქონია, ყველა დადებითად ახასიათებს. არც ჩხუბი უყვარდა. გამოძიება დაწყებულია, მართალია, ამ დრომდე არაფერი ხელჩასაჭიდი არ გამოვლენილა, თუმცა პოლიციაც და სამძებრო-სამაშველო სამსახურიც ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ”, – უთხრეს ნეტგაზეთს გაუჩინარებული ახალგაზრდის ოჯახის წევრებმა.

ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტზე დაწყებულია გამოძება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც ადამიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ფოტო გარეკანზე: გიორგი ნონაშვილი

იმ შემთხვევაში, თუ ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას გაუჩინარებული ახალგაზრდის შესახებ, გთხოვთ, დარეკეთ ნომერზე 551157733

მასალების გადაბეჭდვის წესი