ახალი ამბები

რაგბის კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს

30 დეკემბერი, 2020 • 1474
რაგბის კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს

რაგბის კავშირის პრეზიდენტად ყოფილი მორაგბე და პარლამენტის წევრი, ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს. კენჭისყრაში მონაწილეობდნენ გოჩა სვანიძე, ირაკლი აბუსერიძე და ლაშა ხურციძე, თუმცა ხურციძემ პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა და საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდა, არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ.

“გაიმარჯვა ერთიანობამ, გუნდურობამ, მორაგბეებმა და, მე იმედი მაქვს, ამ სულისკვეთებით გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა ყველასთან. მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველასთან. ერთიანობა თუ არ შევინარჩუნეთ და არ გავაგრძელეთ ერთად მუშაობა, ქართული რაგბი დაზარალდება. ჩვენ არავისთან დაპირისპირება არ გვქონია. არჩევნებს ყოველთვის ახლავს დაძაბულობა. ყველას შევხვდებით, ყველას აზრს გავითვალისწინებთ და რაც ქართული რაგბისთვის უკეთესი იქნება, იმ გზით წავალთ”, – ამბობს აბუსერიძე ორგანიზაციის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები რამდენჯერმე ჩაიშალა. არჩევნები ჯერ კიდევ 2020 წლის 30 იანვარს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ორი კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძისა და ლაშა (ბაჩო) ხურციძის განცხადების საფუძველზე 24 თებერვლისთვის გადაიდო. 24 თებერვალს კი კენჭისყრა ქვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი