ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თუ სომხეთი პატივს სცემს აზერბაიჯანის სუვერენიტეტს, ურთიერთობები დალაგდება | ჩავუშოღლუ

30 დეკემბერი, 2020 • 873
თუ სომხეთი პატივს სცემს აზერბაიჯანის სუვერენიტეტს, ურთიერთობები დალაგდება | ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თუ სომხეთი პატივს სცემს აზერბაიჯანის სუვერენიტეტს, მაშინ ურთიერთობების დალაგება შესაძლებელი იქნება. ინფორმაციას აზერბაიჯანული APA ავრცელებს.

“თუ სომხეთი პატივს სცემს აზერბაიჯანისა და სხვა მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას, მაშინ ჩვენი ურთიერთბების ნორმალიზება შესაძლებელია”, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

მისივე თქმით, სომხეთი და სომეხი ხალხი მიიღებს უფრო მეტ სარგებელს ურთიერთობების ნორმალიზებით.


სომხეთს დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს თურქეთის რესპუბლიკასთან, რაც გამოწვეულია ერევნის მიერ სომეხთა გენოციდის/ხოცვა-ჟლეტის აღიარების მოთხოვნით, რომელსაც ოფიციალური ანკარა უარყოფს.

გარდა ამისა, თურქეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანს და, შესაბამისად, სომხეთთან კეთილმეზობლური დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი