ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“არაღიარება, დეოკუპაცია, შერიგება” – მინისტრი თბილისის სამშვიდობო პოლიტიკაზე

30 დეკემბერი, 2020 • 1122
“არაღიარება, დეოკუპაცია, შერიგება” – მინისტრი თბილისის სამშვიდობო პოლიტიკაზე

“როგორც არაერთხელ გაცხადდა საქართველოს მთავრობის მიერ, ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს, არაღიარების ძალისხმევის პარალელურად და ჩვენი ქვეყნის სრულ დეოკუპაციასთან ერთად, წარმოადგენს ადამიანზე ორიენტირებული შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება”,- განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა დღეს, 30 დეკემბერს წლიური ანგარიშის წარდგენისას.

აქვე, თეა ახვლედიანი რუსეთის როლზე საუბრობს.

“რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსიისკენ გადადგმული ინტენსიური ნაბიჯები, ასევე, მიმართულია შერიგების წინააღმდეგ და უკიდურესად ართულებს ჩვენს ძალისხმევას, განვავითაროთ ურთიერთობები ადგილობრივ მოსახლეობასთან. საქართველოს ხელისუფლება, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით, განაგრძობს აქტიურ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა აღიკვეთოს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებები.

აღსანიშნავია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ბოლო დეკემბრის რაუნდზე მთელი სიმწვავით იქნა დაყენებული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კოვიდპანდემიის ფონზე კიდევ უფრო დამძიმებული ადამიანის უფლებრივი, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების ვითარება, რუსეთის მიერ ფაქტიური ანექსიის პროცესის გააქტიურებასა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებთან დაკავშირებული საკითხები”, – განაცხადა მინისტრმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დღეს წლიური ანგარიში წარადგინა.

სხვა საკითხები, რომელზეც მინისტრმა დღეს ისაუბრა:

მინისტრის ცნობით, აფხაზებთან და ოსებთან 14 ერთობლივი ბიზნეს-პროექტი დაფინანსდება

აფხაზებისა და ოსების ჯანდაცვაზე წელს 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა | თბილისი

მასალების გადაბეჭდვის წესი