ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მინისტრის ცნობით, აფხაზებთან და ოსებთან 14 ერთობლივი ბიზნესპროექტი დაფინანსდება

30 დეკემბერი, 2020 •
მინისტრის ცნობით, აფხაზებთან და ოსებთან 14 ერთობლივი ბიზნესპროექტი დაფინანსდება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანა, წლიური ანგარიშის წარდგენის დროს, საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზებთან და ოსებთან 14 ერთობლივი ბიზნესპროექტი დაფინანსდება

“გაყოფილ საზოგადოებებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშესაწყობად, უკვე შერჩეულია 14 საუკეთესო ბიზნესპროექტი, რომელთა დაფინანსება მომავალი წლიდან დაიწყება”.

თეა ახვლედიანის განმარტებითვე,  “გაყოფილ საზოგადოებებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშესაწყობად „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ უკვე ამოქმედდა” .

ოფიციალური ინფორმაციით, ფონდი გრანტებს საერთაშორისო პარტნიორების დაფინანსებით გასცემს. ამ კუთხით, როგორც მინისტრი ამბობს, მზადყოფნა უკვე დაადასტურა გერმანიამ და შვეიცარიამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი