ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბიბილოვის თქმით, თავდაცვა უნდა გააძლიერონ, რათა ქართული დროშა არ აფრიალდეს

29 დეკემბერი, 2020 • 1244
ბიბილოვის თქმით, თავდაცვა უნდა გააძლიერონ, რათა ქართული დროშა არ აფრიალდეს

“სამხრეთ ოსეთმა უნდა გააანალიზოს და გაიაზროს მთიან ყარაბაღში, სირიასა და მსოფლიოს სხვა “ცხელ წერტილებში” მომხდარი მოვლენები, რა არის საჭირო იმისთვის, რომ რომ ჩვენი თავდაცვის სამინისტრო სხვადასხვა მაღალტექნოლოგიური მიმართულებით განვითარდეს. ამის გარეშე ჩვენ ვერ წავალთ წინ და ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობაზე საუბარი რთული იქნება”,- განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა, დე ფაქტო პრეზიდენტმა, სამხრეთ ოსეთის თავდაცვის საკითხებზე შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას. 

“სამხრეთ ოსეთის თავდაცვისუნარიანობის კუთხით უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან ურთიერთკავშირი. პირველ რიგში, ეს თანამშრომლობა იმისთვის უნდა არსებობდეს, რომ დღეს საქართველოში  გავაგებინოთ ზოგიერთ ადამიანს, რომ უარი თქვან საკუთარი ამბიციებზე იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს დროშა იფრიალებს აქ სადღაც. წარსულში დაბრუნება არ იქნება. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც მზადაა დაიცვას საკუთარი მოსახლეობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ბაზასთან და რუსეთის ფედერალური სამსახურის სასაზღვრო დანაყოფთან ერთად”.

ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, აფხაზურ და ოსურ ოფიციალურ და სამოქალაქო წრეებში დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ შესაძლოა, თბილისმა, ისევე როგორც ბაქომ, ძალის გამოყენებით აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა.

რას ნიშნავს თბილისისთვის სოხუმისა და მოსკოვის მორიგი შეთანხმება

მასალების გადაბეჭდვის წესი